ბრუნო ფერნანდეშის მიმართ ინტერესი დიდია

ბრუნო ფერნანდეშისთვის მანჩესტერ იუნაიტედი და ინტერი იბრძვის

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, სავარაუდოდ, მანჩესტერს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პოლ პოგბა დატოვებს. თუ ფრანგი წითელ ეშმაკებს გამოეთხოვება, შესაბამისად გუნდს შუა ხაზის გაძლიერება მოუწევს.

 

O Jogo-ს ინფორმაციით, წითლები ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველით, ბრუნო ფერნანდეშით ინტერესდებიან.

 

ფერნანდეშისთვის ბრძოლაში მანკუნიანელების მთავარი კონკურენტი მილანის ინტერია,
რომელიც სპორტინგს ფერნანდეშის სანაცვლოდ თანხასთან ერთად, ჟოაო მარიოს სთავაზობს.

 

გასულ სეზონში, ფერნანდეშმა 50 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 31 გოლი და 17 საგოლე გადაცემა.

 

წარსულში ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააჟღერა, რომ პრემიერლიგაში თამაში სურდა.