ჩელსის სიაში გერმანელი მწვრთნელია

ვინ გაწვრთნის ლონდონის ჩელსის? ჯერ მხოლოდ საუბრები, ვარაუდები... 

 რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ფრენკ ლამპარდთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ შემდეგ ჩელსიმაც უარყო და თავად ლამპარდმაც.

 

გამოჩნდა ახალი კანდიდატი: 60 წლის რალფ რანგნიკი, რომელიც ბოლოს ლაიპციგს წვრთნიდა. რანგნიკი ერთ–ერთი მთავარი „დამნაშავეა“ იმაში, რომ ჰოფენჰაიმი მაგარ გუნდად იქცა. მანამდე წარმატებით მუშაობდა შალკეში, ჰანოვერში...