ფელიპე ლუისმა შესაძლოა ატლეტიკო დატოვოს

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლივიას წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა

კოპა ამერიკა 2019-ის გახსნით მატჩში, სადაც ბრაზილიამ ბოლივია 3:0 გაანადგურა, ფელიპე ლუისმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

შეხვედრის შემდეგ, 33 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა კომენტარი მის მომავალზე გააკეთა:

 

„შესანიშნავი წელი მქონდა. სეზონის დასაწყისში ევროპის სუპერ თასი მოვიგეთ, ლა ლიგა კი მეორე ადგილზე დავასრულეთ.

 

ჟურნალისტებს აქამდეც ვუთხარი და ვიმეორებ, რომ არ ვიცი რომელ კლუბში გავაგრძელებ კარიერას, გადაწყვეტილებას კი კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ მივიღებ. სელესაოს პატივს ვცემ და მთლიანად მომავალ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. უამრავი წინადადება მივიღე, თუმცა თავდაპირველად ატლეტიკოს ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ეს გუნდი ჩემს გულშია“ - განაცხადა ბრაზილიელმა.