ბარსელონა დაცვაზე ფიქრობს

ვინ დაიცავს ბარსას? ბლაუგრანაში ახალი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ბარსელონა დაცვის გაძლიერებას აპირებს. Sport.es-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას მესვეურებს დორტმუნდიდან რაფაელ გერეიროს გადაბირება სურთ. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

 

საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ დორტმუნდელთა მესვეურებმა პორტუგალიელს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, თუმცა მარცხენა მცველისგან უარი მიიღეს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა თანხის გადახდას აპირებს ესპანური გრანდი 25 წლის ფეხბურთელში.

 

გერეირო დორტმუნდში 2016 წლის ზაფხულში ლისაბონის სპორტინგიდან გადავიდა. გასულ სეზონში მან 32 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 6 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.