მანჩესტერის ახალი სამიზნე

"წითელი ეშმაკები" ჰოლანდიელი მცველით ინტერესდებიან

The Sun-ის ცნობით მანჩესტერ იუნაიტედი ჰოლანდიური პსვ-ს მარჯვენა მცველით დენზელ დამფრისით ინტერესდება.

 

23 წლის ჰოლანდიელი პსვ-ს გასულ წელს შეუერთდა. წინა სეზონში დენზელმა 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ სტაბილური თამაშით გამოირჩეოდა.

 

აარონ ვან-ბისაკას და ტომას მუნიეს სატრანსფერო ფასები ბევრად აღემატება ჰოლანდიელისას, ამიტომ დამფრისის ტრანსფერი წითელ ეშმაკებს შედარებით იაფი 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.