შალკე კონოპლიანკას შემცვლელს ეძებს

უკრაინელი ნახევარმცველი შალკეს ტოვებს

უკრაინელი ევგენი კონოპლიანკა ზაფხულში შალკეს დატოვებს და კარიერას თურქულ ფენერბახჩეში გააგრძელებს. ამის შესახებ Bild-დან შევიტყვეთ.

 

გერმანული კლუბი უკრაინელის შემცვლელს უკვე ეძებს. სავარაუდოდ კონოპლიანკას 24 წლის  ბენიტო რამანი ჩაანაცვლებს. ბელგიელი ნახევარმცველი ამჟამად დიუსელდორფის ფორტუნას ღირსებას იცავს.

 

რამანის სატრანსფერო ფასი 12 მილიონი ევროა.