მანჩესტერმა მატა გაიხანგრძლივა

ესპანელი მანკუნიელებს უერთგულებს

მანჩესტერის ხელმძღვანელობამ ხუან მატას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. წინა ხელშეკრულება ესპანელს პირველ ივლისს ეწურებოდა. როგორც The Mirror-ი იუწყება, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ესპანელი წითელი ეშმაკებისთვის კიდევ ერთი წელი გაირჯება. ცნობილია, რომ მერვე ნომერი გასამრჯელოს სახით კვირაში 140 ათას ფუნტს მიიღებს.

 

ნახევარმცველი მანჩესტერში 2014 წლის ზამთარში ჩელსიდან გადავიდა. გასულ სეზონში მან 32 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ მატას დამატება ბარსელონას სურს, თუმცა როგორც ჩანს ტრანსფერი არ შედგება.