საბურთალოს მეტოქე ცნობილია

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს რთული გამოცდა ელის

ნიონში უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი საბურთალოს მეტოქე, მოლდოვური შერიფი იქნება. შეგახსენებთ, რომ ჭიაბრიშვილის გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატი პირველად მოიგო და შესაბამისად ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც პირველად ითამაშებს.

 

მატჩები 9-10 და 16-17 ივლისს გაიმართება. პირველი შეხვედრას ჩვენი ჩემპიონი სტუმრად გამართავს.