ევროპა ლიგის წილისყრა - ბედმა ჩვენც გაგვიღიმა

ქართველთა მეტოქეები ცნობილია 

უეფას შტაბბინაში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. მოგეხსენებათ წელსაც, როგორც უწინ საქართველო სამი გუნდით იქნება წარდგენილი. ჩვენებურებიდან ევროსარბიელზე თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და საჩხერის ჩიხურა ითამაშებენ.

 

ტორპედო ყაზახურ ორდაბაზს დაუპირისპირდება, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახა ცხადაძეა, დინამო ლა ფიორიტასა და ენგორდანს შორის გამარჯვებულს, ხოლო ჩიხურა ლუქსემბურგულ ფოლას შეხვდება.