უკრაინა თუ საქართველო? წიტაიშვილი პასუხობს...

20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი უკრაინულ ტელევიზიაში იყო მიწვეული. 

როგორც იცით, წიტაიშვილმა მუნდიალის ფინალში სამხრეთ კორეას ლამაზი გოლი გაუტანა, უკრაინა კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.     

 

 გიორგის ჰკითხეს: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს თუ უკრაინის...

 

„ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. ეს პროვოკაციული კითხვაა. ჯერ არც ვფიქრობ. 8 წელიწადია, უკრაინაში ვცხოვრობ“.  

 

გიორგი წიტაიშვილი თბილისის დინამოს, ანორთოსისისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფორვარდის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. კიევის დინამოში გაიზარდა. ამჟამად კიევის დინამოს ძირითადი გუნდის ფეხბურთელია.

 

სხვათა შორის, დღევანდელი ამბავია: თურქულმა ბეშიქთაშმა შესთავაზა კონტრაქტი და ვნახოთ, რას გადაწყვეტს გიორგი. განაცხადა, რომ ჯერჯერობით კიევის დინამოზე ფიქრობს.