ოფიციალურად: ჰუმელსი დორტმუნდში დაბრუნდა!

ტრანსფერს კლუბების ოფიციალური გვერდები ადასტურებენ

როგორც ბაიერნის ოფიციალური საიტი იტყობინება, მატს ჰუმელსი დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნდა. კლუბებმა ტრანსფერის დეტალები შეათანხმეს და ფეხბურთელმა შავ-ყვითლებში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

 

Bild-ის ინფორმაციით, ბონუსებთან ერთად, ფეხბურთელის ფასი 38 მილიონს შეადგენს.