არგენტინა 1:1 პარაგვაი (ვიდეო)

არგენტინა 1:1 პარაგვაი (ვიდეო)

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, არგენტინა პარაგვაის შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 37-ე წუთზე რიჩარდ სანჩესმა გახსნა, 57-ე წუთზე მესიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და 1:1 გახდა. აღსანიშნავია, რომ პარაგვაელებს წინ გასვლა ისევ შეეძლოთ, თუმცა დერლის გონსალესის დარტყმული 11 მეტრიანი არმანიმ მოიგერია.

 

პარაგვაი 2 ქულით მეორე ადგილზეა, არგენტინას კი 1 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.