მანჩესტერმა ლუკაკუს შემცვლელი ინგლისშივე ნახა

მანჩესტერელები მზად არიან მიზნის მისაღწევად 70 მილიონი გირვანქა გადაიხადონ

არახალია, რომ რომელუ ლუკაკუმ შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს. მისი გადაბირება ინტერს სურს, ტრანსფერის წინააღმდეგნი კი არც მანჩესტერელთა მესვეურები და არც თავად ფეხბურთელი არიან.

 

აქედან გამომდინარე მანკუნიელებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს. ცნობილია, რომ სულშერის გუნდს არსენალიდან პიერ ემერიკ ობამეიანგის გადაბირება სურს. მეტიც, ოლდ ტრაფორდის ბინადრები მზად არიან ფეხბურთელში 70 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. ამის შესახებ TalkSport-ი იუწყება.

 

ობამეიანგი არსენალში შარშან იანვარში დორტმუნდიდან გადავიდა. წინა სეზონში მან მეთოფეთა რიგებში 51 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.