ევერტონმა გომეშის კონტრაქტი გამოისყიდა

ევერტონს გომეში სჭირდება

Sky Sports-ს ცნობით, ევერტონმა ანდრე გომეშის კონტრაქტი ბარსელონადან 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. ნახევარმცველი გუდისონ პარკის ბინადარ კლუბს, სეზონის სტარტზე, იჯარის წესით შეუერთდა და პრემიერლიგაში 29 შეხვედრა გამართა. პორტუგალიელი გუნდს 1 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით დაეხმარა.

 

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას, ანდრე გომეშით ვესტ ჰემი სერიოზულად იყო დაინტერესებული, ჩაქუჩებმა ევერტონს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.

 

25 წლის პორტუგალიელი ბარსელონაში ვალენსიიდან, 2016 წლის ივლისში, 42 მილიონ ევროდ გადავიდა.

გომეში კატალონიელთა რიგებში 78

 ჯერ გამოჩნდა. მისი ბარსელონური კარიერის განმავლობაში, ფეხბურთელმა ლა ლიგა და კოპა დელ რეი მოიგო.