საქართველოს მეტოქე: ბელარუსს ახალი თავი ჰყავს

ბელარუსის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს: 52 წლის მიხაილ მარხელი, რომელიც წლეულს  21–წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა.

მარხელს ბელარუსის მიღმა არ უმუშავია. იყო ზვეზდაში, დინამო ბრესტში, დინამო მინსკში, ბელშინაში, დარიდაში, ლოკომოტივ მინსკში და ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში.  

 

ბელარუსის ამბები საინტერესოა ჩვენთვის, რადგან საქართველოს მეტოქეა ერთა ლიგის ნახევარფინალურ ფლეი–ოფში.  

 

მარხელი მინსკის დინამოს ყოფილი ნახევარმცველია, მწვრთნელობა კი 30 წლის ასაკში დაიწყო. მარხელმა ამ პოსტზე იგორ კრიუშენკო შეცვალა, რომელიც ევროშესარჩევში ოთხი წაგების მერე გაათავისუფლეს. 4 მატჩი, 0 ქულა, ბურთები 1:9.