ტენ ჰააგმა გაახანგრძლივა

აიაქსმა გენიოსი მწვრთნელი შეინარჩუნა

აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა ამსტერდამელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, ჰოლანდიელი გუნდში 2022 წლამდე იმუშავებს. ბევრი იწერებოდა, რომ ტენ ჰააგს კარიერა შეიძლებოდა რომელიმე გრანდში გაეგრძელებინა, ჯერ ეს ასე არ მოხდება.

 

ტენ ჰააგის ხელში აიაქსი ძალიან ძლიერ და მომხიბვლელ გუნდად ჩამოყალიბდა, რისი მაგალითიცაა ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშება, სადაც აიაქსმა უამრავი გულშემატკივრის სიმპატია დაიმსახურა და მეტიც, ამსტერდამულ კლუბს ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.