იუვენტუსი რეალს არ ეშვება

ბიანკონერიმ ბლანკოსიდან მორიგი ფეხბურთელი დაგეგმა

იუვენტუსი ზაფხულში სატრანსფერო მხრივ აქტიურობას აპირებს. იტალიური პრესის ინფორმაციით, მათი ახალი სამიზნე რეალის მცველი ტეო ერნანდესია. ცნობილია, რომ ბიანკონერი ბლანკოსს ოფიციალური წინადადებით რამდენიმე დღეში მიმართავს.

 

ტურინელებს თავიდან მარსელოს შეძენა სურდათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსფერი არ შედგა, ტეოზე გადაერთნენ. უნდა ითქვას, რომ ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან რეალის მესვეურები ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგნი არ არიან. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი მარცხენა მცველმა იჯარით რეალ სოსიედადში გაატარა.

 

საერთოდაც, ბოლო 1 წლის მანძილზე, ანუ მას მერე, რაც იუვენტუსმა რეალიდან კრიშტიანუ რონალდუ იყიდა, ბებერმა ქალბატონმა მადრიდელთა არაერთ ფეხბურთელს დაადგა თვალი. სარის გუნდს ისკოს, ვარანის, მარსელოსა და ნავასის შეძენაც სურდა.