პროგნოზი | რეალი - ვალენსია

რეალს დაკარგულის ანაზღაურება მოუწევს, რომ ბარსელონასთან ქულათა სხვაობა შეამციროს.

რეალი ვალენსია

დრო: შაბათი, 1 დეკემბერი, 23:45

მსაჯი: ხოსე გონსალეს გონსალესი (ესპანეთი, 44)

 

სატურნირო მდგომარეობა

სანტიაგო ბერნაბეუ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლებს.

 

სამეფო კლუბმა ეიბართან სენსაციური (0:3) მარცხის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში უმნიშვნელოვანეს მატჩში გარეთ ბეილისა და ლუკას ვასკესის გოლებით რომა სტადიო ოლიმპიკოზე დაამარცხა (2:0) და პლეიოფის საგზური გაინაღდა, თანაც ისე, რომ დიდი ალბათობით ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს.

 

ღამურებმა მიმდინარე სეზონი სუსტად დაიწყეს, თუმცა ბოლო პერიოდში მათ თამაშში რამდენიმე გამონათება შეინიშნა. ერთი კვირის წინ, ვალენსიამ რაიო ვალეკანო სანტი მინას, კევინ გამეიროსა და როდრიგოს გოლებით დაამარცხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში იუვენტუსთან მინიმალური სხვაობით წააგო (0:1).


სატურნირო ცხრილში გუნდები ერთმანეთისგან მოშორებით დგანან - რეალის მონაგარი 20 ქულა და მეექვსე ადგილი, ხოლო ვალენისიასი 17 ქულა და მე-11 საფეხურია.

 

ბლანკოსებმა ამ სეზონში 6 მოგება მოიპოვეს, რაც ზუსტად ორჯერ მეტია ვალენსიას შედეგზე.

 

რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, უპირატესობა აქ სტუმრების მხარესაა. ვალენსიამ 11 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა, ხოლო ამ კომპონენტში რეალის მაჩვენებელი 20:19-ს უდრის.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან რეალმა 3 მოიგო, ერთში კი დამარცხდა.

 

თუ ბოლო დაპირისპირებებს გავითვალისწინებთ, ამ გუნდებს შორის გასამართ მატჩში ჩვენ უხვგოლიან თრილერს უნდა ველოდოთ - ბოლო 11 მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა, თანაც გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.


ბოლო 10 სეზონში სანტიაგო ბერნაბეუზე ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში ვალენსიამ რეალთან ყველაზე მეტი (10) ფრე ითამაშა, ვიდრე სხვა გუნდებმა. 

 

სავარაუდო შემადგენლობა

რეალი: კურტუა, მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი, სებალიოსი, კროოსი, მოდრიჩი, ბენზემა, ბეილი.

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი (არგენტინა).

 

ვალენსია: ნეტო, უოსი, პაულისტა, გარაი, გაია, სოლერი, პარეხო, კოკლენი, გუედეში, მორენო, მინა.

მთავარი მწვრთნელი: მარსელინიო გარსია ტორალი (ესპანეთი).

 

პროგნოზი

ვალენსიამ ლა ლიგაში ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, რეალს კი ჩემპიონატში პრესტიჟის აღდგენა სჭირდება და ბოლო პერიოდში გაშვებული ბევრი გოლის შემდეგ კარის მშრალად შენახვას შეეცდება.

 

მ​ატჩში 2-ზე მეტი გოლი არ გავა @ 2.60 

პირველ ტაიმში გოლი არ გავა @ 3.60 


რეალი - ვალენსია

13 ტურის შემდეგ, სანტიაგო სოლარის გუნდი 20 ქულას ფლობს, ეს კი 2001/02 წლების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდელებისთვის ყველაზე ცუდი დასაწყისია.

მადრიდის რეალის ერთ-ერთ ლიდერ გარეთ ბეილს 9 შეხვედრაა ლა ლიგაში გოლი არ გაუტანია, რაც 731-წუთიან მშრალ სერიას უდრის, ეს კი ყველაზე დიდი დროა მის ესპანურ კარიერაში.

რეალს ამ სეზონში გოლების 42% მეორე ტაიმში აქვს გაშვებული (8 გოლი 19-დან)

ერთდერთი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც ვალენსიას შემტევ დანი პარეხოს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი ვიდრე რეალი (5) ვიგოს სელტაა (6).

ვალენსიას თავკაც მარსელინიო გარსია ტორალს მის სამწვრთნელო კარიერაში სანტიაგო ბერნაბეუზე ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული (1 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი), 53 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, რომელსაც ლა ლიგაში 6 სეზონი აქვს ჩატარებული, ეს 2006 წელს დეკემბერში უელვასთან ერთად შეძლო (3:0).