მარადონა: არ ვკვდები

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ უარყო ხმები, თითქოს ალცჰაიმერით იყოს დაავადებული. ამ ინფორმაციას ჟურნალისტების მონაჭორი უწოდა.

„არ ვკვდები. ისინი იტყუებიან. წერენ ალცჰაიმერზე და არც იციან, ეს რას ნიშნავს. ალცჰაიმერით კვდებიან, მაგრამ ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი მემუქრება. სიკვდილს არ ვაპირებ“ – დაწერა დიეგომ საკუთარ Instagram–ზე.

 

აღნიშნული დაავადება თავიდან ნელა ვითარდება, რამდენიმე თვეში კი სწრაფადგაუარესებადია.