ფლორენცი ინტერში?!

იტალიელები ჯეკოსა და იკარდის გაცვლაზეც წერენ...

დე როსის წასვლის შემდეგ, რომი შესაძლოა ამჟამინდელმა კაპიტანმა,  ალესანდრო ფლორენციმაც დატოვოს. იტალიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა მცირე სათამაშო დროით და მისი აბარგების სურვილიც სწორედ ამას უკავშირდება. 

ანტონიო კონტეს ჯერ კიდევ იუვენტუსში მუშაობისას უნდოდა ფეხბურთელის დამატება, თუმცა მაშინ ეს გარიგება არ შედგა. რომაელებსა და ნერაძურის შორის საუბარი ჯეკოსა და იკარდის გაცვლაზეც მიმდინარეობს.