პროგნოზი | ჰოფენჰაიმი - შალკე

ეს მატჩი ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელების, იულიან ნაგელსმანის (31 წლის) და დომენიკო ტედესკოს (33 წლის) დაპირისპირება იქნება.

ჰოფენჰაიმი-შალკე 

დრო: შაბათი, 1 დეკემ​ბერი, 21:30

მსაჯი: რობერტ კამპკა (გერმანია, 36)

 

სატურნირო მდგომარეობა

მე-13 ტურის ერთ-ერთ ყველაზე დამაინტერესებელ მატჩში ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე ერთმანეთს დაუპირისპირდება. მიუხედავად აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლისა, ლიდერთა შორის დამკვიდრებას ჯერ-ჯერობით ვერცერთი გუნდი ახერხებს.

 

ორივე გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. ჰოფენჰაიმმა დონეცკის შატხა​რთან მარცხის (2:3) შემდეგ, ჯგუფიდან გასვლის ყველა იმედი დაკარგა, შალკემ კი მიუხედავად პორტუსთან (1:3) მარცხისა, პლეიოფის საგზური გაინაღდა.

 

იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა, რომელთაც 20 ქულა აქვთ და მეექვსე პოზიციას იკავებენ, მეტოქეთა კარში 27 გოლის გატანა შეძლეს, თავად კი 18 მიიღეს.

 

გელზენკირხენელები 13 ქულას ფლობენ და მე-14 საფეხურზე არიან. ბურთების შეფარდება - 13:17.

ბოლო ტურში შალკემ ნიურბერგი (5:2) დაამარცხა, ხოლო ჰოფენჰაიმმა ბერლინის ჰერტასთან უხვგოლიანი ფრე ითამაშა (3:3).

 

 

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდებს შორის 22-ე დაპირისპირება იქნება.

საშინაო შეხვედრებში ჰოფენჰაიმი უფრო წარმატებულია. აქ გუნდმა 5 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო.

ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრაში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა.

 

პროგნოზი

შალკემ წინა ტურში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, მე-15 ადგილს თავი დააღწია. მიუხედავად ამისა, გუნდი სტუმრად ძალიან სუსტად გამოიყურება, პორტუსთან ჩემპიონთა ლიგაში (1:3) მარცხის გათვალისწინებით, შალკე სტუმრად მიჯრით მეორე მატჩში აგებს. ამავდროულად, ზემოთხსნებული სტატისტიკა ჰოფენჰაიმის უხვგოლიანობაზე მიუთითებს, რაც იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ იულიან ნაგელსმანის შემტევებს მინიმუმ 2 გოლის გატანის შესაძლებლობა აქვთ.

 

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.50

ჰოფენჰაიმი მინიმუმ ორ გოლს გაიტანს @1.61 

 


ჰოფენჰაიმი-შალკე

ეს ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელების, იულიან ნაგელსმანის (31 წლის) და დომენიკო ტედესკოს (33 წლის) დაპირისპირება იქნება.

ფრანქფურტის აინტრახტთან და დორტმუნდთან ერთად, ჰოფენჰაიმი ბუნდესლიგაში ბოლო 5 ტურის შედეგებით საუკეთესო გუნდია და ყველაზე მეტი (13) ქულა მოაგროვა.

ჰოფენჰაიმმა ბოლო ხუთ შეხვედრაში ერთ გოლზე მეტის გატანა შეძლო.

წინა ტურში შალკეს მიერ ნიურბერგთან ანგარიშით 5:2 გამარჯვება დომენიკო ტედესკოსთვის მთავარი მწვრთნელის რანგში ბუნდესლიგაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგება იყო.