ესპანური ბომბი (+video)

21–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში დასრულდა მატჩები. პირველზე ესპანეთი გავიდა და ნახევარფინალშიც ითამაშებს.

 ესპანელებმა 5:0 გაანადგურეს პოლონელები, რომლებსაც მანამდე ორიდან ორი მოგება ჰქონდათ. ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში კი იტალიამ უქულო ბელგიას 3:1 აჯობა.

 

საბოლოოდ, ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა. ესპანეთმა, იტალიამ და პოლონეთმა 6–6 ქულა დააგროვეს, ბელგიამ კი – 0. ბურთებით პირველი ესპანეთია, მეორე იტალია და მესამე – პოლონეთი. იტალიელებს ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ: სამი ჯგუფია და მხოლოდ ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. თუმცა საფრანგეთზე და რუმინეთზე არიან დამოკიდებულნი.

 

ესპანელთაგან გოლები პაბლო ფორნალსმა, მიკელ ოიარსაბალმა, ფაბიან რუისმა, დანი სებალიოსმა და ბორხა მაიორალმა გაიტანეს. საინტერესოა, რომ 33–ჯერ დაარტყეს კარისკენ და აქედან 12 – ზუსტად!

 

იტალიამ კი ნიკოლო ბარსელას, პატრიკ კუტრონესა და ფედერიკო კიეზას გოლებით აჯობა ბელგიას, რომელთაგან 17 წლის იარი ვერხაირენმა გაიტანა. ვერხაირენი ბელგიის ამომავალი ვარსკვლავია, ანდერლეხტში თამაშობს და სეზონის აღმოჩენა გახდა.