17 წლის ქართველის გოლი ბელგიაში

17 წლის ცოტნე ბენდიანიშვილმა ბელგიური კორტრაიკის მთავარ გუნდში გოლი გაიტანა.

ეს ამხანაგურში, თანაქალაქელ კსვ კორტრაიკთან ამხანაგურში. ნახევარმცველმა ბენდიანიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მისმა გუნდმა 4:1 მოიგო. ამხანაგური იყო და მწვრთნელმა რამდენიმე ახალბედას მისცა თავის გამოჩენის შანსი.   

 

ბენდიანიშვილს ნათამაშევი აქვს საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებში. ეს ის ნაკრებია, რომელმაც შარშან შემოდგომაზე ევროშესარჩევის სამი მატჩიდან სამივე წააგო. დანიასთან 1:3, რუსეთთან 1:7, ესტონეთთან 0:1.

 

კორტრაიკი ბელგიის უმაღლესლიგელია, გასული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.