დანი ალვეშმა პსჟ დატოვა

ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში პსჟ-ში აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა. სამხრეთ ამერიკელს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ეხლა თავისუფალი აგენტია.

 

„ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა. პსჟ-ს ფეხბურთელი აღარ ვარ, მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას და ყველა იმ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც ვითამაშე.“ - დაწერა ალვეშმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

 

გამოცდილი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში 2017 წლის ზაფხულში, იუვენტუსიდან გადავიდა. ტუხელის გუნდთან ერთად მან ლიგა 1 ორჯერ, თითო ჯერ კი საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო. ბოლო სეზონში ალვეშმა 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.