მესია, მაგრამ რა დროს სელფია?

კოპა ამერიკის B ჯგუფში ბოლო ტური დარჩა. მთავარი თამაშია არგენტინა–ყატარი. მოიგებს არგენტინა? გავა მეოთხედფინალში და თუ ვერა, მაშინ ჯგუფში დარჩება. იგივე სიტუაცია აქვს ყატარსაც.

აზიელთა ესპანელთა მწვრთნელი ფელიქს სანჩესი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

 

„სამხრეთ ამერიკაში კარგად არ გვიცნობენ, მაგრამ ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს. აქ შედეგისთის ჩამოვედით და არა ლეო მესისთან სელფისთვის. არგენტინა ფავორიტია და მოგება სჭირდება. თამაში მოგვიწევს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ. ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და ეს თუ მოხდება, მართლაც ბრწყინვალე ამბავი იქნება. არგენტინა მონსტრია, თუმცა ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ“.