სარიმ მეკარე მოინიშნა

იტალიელმა ყოფილი შეგირდი მოინდომა 

დაახლოებით ერთი კვირის წინ, მაურიციო სარი იუვენტუსის მწვრთნელად დაინიშნა. იტალიელმა უკვე დაიწყო სატრანსფერო საკითხებზე მუშაობა და რამდენიმე ფეხბურთელი მოინიშნა კიდეც.

 

Calciomercato-ს ინფორმაციით, გამოცდილ სპეციალისტს მილანიდან პეპე რეინას დამატება სურს. სარი ფიქრობს, რომ ესპანელი სათადარიგოთა სკამისთვის იდეალური ვარიანტი იქნება და საჭიროების შემთხვევაში შჩესნის ჩაანაცვლებს.

 

სარიმ რეინას შესაძლებლობები კარგად იცის. როცა პეპე ნაპოლის ღირსებას იცავდა, ნეაპოლელთა მესაჭე სწორედ 60 წლის სპეციალისტი იყო.