კობახიძე ისევ დნეპრის პირას

რამდენიმე დღის წინ გვეწერა სავარაუდო ტრანსფერზე, ახლა კი ოფიციალურად: სანდრო კობახიძე უკრაინის დნეპრ 1–ში გადავიდა.

 უფრო სწორად, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა დნეპროპეტროვსკის კლუბში. ის ძველი დნიპრო  აღარ არსებობს, ახალი კლუბი შეიქმნა.  

 

32 წლის კობახიძე პოლტავის ვორსკლადან გადავიდა დნეპრ 1–ში, რომელიც სეზონს უმაღლეს ლიგაში დაიწყებს.

 

სანდრო 2008 წელს თბილისის დინამოდან მოხვდა დნიპროში. მერე იყო იჯარით კრივბასში, კიევის არსენალში, ვოლინში. ასევე ითამაშა თურქულ გიოზთეფეში. კობახიძემ საქართველოს ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, მათ შორის, საფრანგეთის კარში.