გორგოძემ პირველი ეტაპი გაიარა

ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის ძირითად ბადეს უახლოვდება

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უიმბლდონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია.

ლოდოურ ტურნირზე 27 წლის ქართველმა უნგრელ ანა ბონდარს ორ სეტში - 7:6 (7:5), 7:6 (7:4) მოუგო და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჰოლადნიელი არანტა რუსი იქნება. მატჩი 26 ივნისს შედგება.

უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად გორგოძეს სულ სამი შეხვედრის მოგება სჭირდება. დიდი სლემის ფინალური ეტაპი პირველ ივლისს იწყება.