მანჩესტერმა თვალი კიდევ ერთ ბრიტანელს დაადგა

აარონ ვან-ბისაკასა და დანიელ ჯეიმსის შემდეგ, მანჩესტერში შეიძლება კიდევ ერთი ბრიტანელი გადავიდეს

BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი კიდევ ერთ ბრიტანელს დაადგა.  წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა აარონ ვან-ბისაკა (21 წლის) და დანიელ ჯეიმსი (21 წლის) უკვე შეიძინა, ახლა კი ნიუკასლის ნახევარმცველზე, შინ ლონგსტაფის (21 წლის) დამატებაზეც ფიქრობს.

 

ნორვეგიელი მწვრთნელი კლუბის გაახალგაზრდავებაზე ზრუნავს, თუმცა ხმაურიან ტრანსფერებს ერიდება და აქცენტს ნიჭიერ ახალგაზრდებზე აკეთებს. ლონგსტაფს კაჭკაჭების შემადგენლობაში დებიუტი 2018 წლის დეკემბერში ჰქონდა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ბევრი მატჩის გამოტოვება მოუხდა. მან მონაწილეობა სულ 8 შეხვედრაში მიიღო, 668 წუთი გაატარა მინდორზე და 1 გოლი გაიტანა.