საქართველოს თასი: ნახევარფინალში ერთი მეოთხელიგელიც იქნება!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

აი, წყვილებიც:

 

გარეჯი – თბილისი სიტი

რუსთავი – ტორპედო

მერანი თბილისი – საბურთალო

მერანი მარტვილი – ლოკომოტივი


საინტერესოა... ნახევარფინალში ერთი გუნდი მეოთხე ლიგიდანაც იქნება: საგარეჯოს გარეჯი ან თბილისი სიტი. ლიგა 3–ის წარმომადგენელია მარტვილის მერანი, რომელიც ლოკომოტივს უმასპინძლებს. დანარჩენ ორ წყვილსაც ხედავთ.

 

მატჩები 25 სექტემბერს გაიმართება და როგორც იცით, საქართველოს თასზე ყველა ეტაპი ერთმატჩიანია.