მამია გავაშელიშვილი: იმედი თურქეთიდან

ლოკომოტივის ფორვარდისგან კარგი ამბებია 

თბილისის ლოკომოტივის ფორვარდს მამია გავაშელიშვილს მიმდინარე ჩემპიონატში  ერთი წუთიც არ უთამაშია. საქმე ისაა რომ ფეხბურთელს ვერაგი დაავადება აღმოუჩინეს და ისიც იძულებული გახდა ფეხბურთს დროებით ჩამოშორებოდა.

 

„თურქეთში ოპერაცია გავიკეთე და ამჟამად ვმკურნალობ. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად მიდის. ზაფხულის ბოლოს გამოვკეთდები და ფეხბურთსაც დავუბრუნდები. დიდი იმედი მაქვს ვარჯიშს სექტემბრის დამდეგს განვაახლებ," -  გვითხრა მამია გავაშელიშვილმა, რომელსაც თურქეთში დავუკავშირდით.

 

მამიამ კარიერა ქუთაისის ტორპედოში დაიწყო, 2014 წელს კი ლოკომოტივში გადავიდა. ეროვნული ლიგის წინა ორ გათამაშებაში მან 44 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.