ინტერი ლუკაკუს შეძენასთან ახლოსაა

ინტერის ხელმძღვანელობამ 65 მილიონი გაამზადა

რომელუ ლუკაკუს მანჩესტერთან კონტრაქტი, 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ინტერის მესვეურები მის შეძენას აქტიურად ცდილობენ. სერია ა- ს წარმომადგენლები იმედოვნებენ,რომ ორი იმედგამაცრუებელი სეზონის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე, ბელგიელი თავდამსხმელი დათანხმდება მათ შეთავაზებას და კარიერას ახალი შემართებით გააგრძელებს. Sky Sports- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტერი ლუკაკუს სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს იხდის. ასევე ცნობილია, რომ ლუკაკუს აგენტი, ფედერიკო პასტორელო, მილანში იმყოფებოდა და მოლაპარაკებები გამართა ინტერის წარმომადგენლებთან.