სნეიდერი დააკავეს: ვის მანქანაზე ცეკვავ?

ჰოლანდიელი ვარსკვლავი ვესლი სნეიდერი ქალაქ უტრეხტში პოლიციამ დააკავა. მიზეზი? სხვისი ავტომობილის გატაცება და გაფუჭება.

Ad.Nl-ის ცნობით, 35 წლის ნახევარმცველი პარკინგზე შესულა, ერთ-ერთ ავტომობილზე ამძვრალა და ცეკვა დაუწყია. ეს სხვისი ავტომობილი იყო. როგორც ამბობენ, სნეიდერი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფილა.  

 

ფეხბურთელს მანქანის პატრონისთვის კომპენსაცია გადაუხდია.

 

ცნობისთვის, სნეიდერი ყატარის ალ-გარაფაში თამაშობს.