მბაპემ პსჟ-ს უარი უთხრა

მბაპეს ბოლო წელი 

კილიან მბაპეზე კვლავ დიდი ამბებია. პსჟ-ს მესვეურებმა მას ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზეს, თუმცა 20 წლის ფეხბურთელისგან უარი მიიღეს. მბაპე გუნდის პრეზიდენტ ნასერ ელ ხალიფს შეხვდა და განუცხადა, რომ ლიგა 1-ის ჩემპიონებთან ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს.

 

არახალია, რომ კილიანს რეალში თამაში სურს. თავის მხრივ ბლანკოსი მეორე წელია, რაც მის გადაბირებას ცდილობს. მეტიც, რამდენიმე დღის წინ, Marca-ში დაიწერა, რომ მსოფლიო ჩემპიონი სამეფო გუნდს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდება. გეტყვით იმასაც, რომ პსჟ კილიანს 250 მილიონ ევროდ აფასებს.

 

მბაპე ტუხელის გუნდში 2017 წლის ზაფხულში, მონაკოდან გადავიდა. ბოლო სეზონში მეშვიდე ნომერმა 43 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.