ყაზაიშვილი შეუჩერებელია; გოლი და საგოლე გალაქსისთან (+Video)

ვაკო ყაზაიშვილმა კვლავ გაიტანა და ზედაც საგოლე პასი დააყოლა. თანაც, ლოს ანჯელეს გალაქსის წინააღმდეგ. იმ გალაქსის, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავს.

 იბრა მოედანზე იყო, მაგრამ მატჩის მთავარი ფიგურა სან ხოსეს 26 წლის ქართველი გახლდათ. ყაზაიშვილმა და კაშიამაც 90–90 წუთი ითამაშეს.

 

დასავლეთ კონფერენციაში სან ხოსე მეხუთე ადგილზეა, ხოლო ლოს ანჯელეს გალაქსი ისევ ლიდერობს.

 

ბოლო 4 მატჩში 6 გოლი: ასეთია ვაკოს მონაგარი აშშ–ში. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში არ გამოიძახა, ეს ფეხბურთელი თითქოს ახლიდან დაიბადა და გოლები გოლებზე გააქვს.