ჯანლუიჯი ბუფონის ცხოვრების წესი

-პენალტების სერიისთვის სასტუმროში არ ვემზადები, იქ პორნოს ვუყურებ!

39 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა სანაკრებო კარიერა სევდიანად დაასრულა. „სკუადრა აძურა“ პირველად 1958 წლის შემდეგ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. 

ბუფონს ეროვნული ნაკრების ღირსება 174 შეხვედრაში დაუცავს და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. 

ქვემოთ, ჯიჯის და მისი ცხოვრების წესს უფრო ახლოს გაიცნობთ.

 

-მეკარე უსაქმურობის, ცნობისმოყვარეობის და ამაოების გამო გავხდი!

-მეკარე რომ გახდე, ცოტათი მაზოხისტიც უნდა იყო. ერთადერთი რაც უეჭველი იცი არის ის, რომ გოლებს აუცილებლად გაუშვებ!

-წარმოიდგინეთ!  თქვენ ძვრებით თამაშში ხელებით, სადაც ყველა ფეხებს იყენებს!

-როსედაც კარიერა დავიწყე მოკლე მკლავებით მეკარეს ვერ ნახავდით. მე, ფეხბურთში მოდის კანონმდებელი ვარ!

-უდიდესი მეკარეები სულ უფრო და უფრო ცოტა დარჩა. ყველას პატივისცემდისდა მიუხედავად, დღეს, საფეხბურთო კარის დარაჯებს  გაცილებით მეტის გაკეთება უხდებათ, ვიდრე ეს ადრე იყო!

-მივეჩვიე, რომ სისულელეებს ყურადღება არ უნდა მივაქციო!

-როდესაც სერია ბ-ში ვთამაშობდით, სექსით ნაკლებათ ვკავდებოდი, რადგან გაცილებით მეტი სხვა საქმე მქონდა!

-ჩემპიონთა ლიგა - ის ჩემთვის შეპყრობილი იდეაა. ვფიქრობ, მას მაინც მოვიგებ!

-ბოლო დროს იტალია მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში 12 წელიწადში ერთხელ გადის. ვგონებ, 2018 წლის მუნდიალის ფინალშიც ვიქნებით!

-იტალიის ნაკრებს კაცები სჭირდებათ და არა სახეზე სტიკერებიანი ტიპები, როგორც პიანინია!

-ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? მანუელ ნოიერი!

-გერმანიის წინააღმდეგ ხუთჯერ ვითამაშე და არცერთხელ წამიგია!

-პენალტების სერიისთვის სასტუმროში არ ვემზადები, იქ პორნოს ვუყურებ!

-ჩემი რჩევა ყველა მეკარეს 11 მეტრიანის დროს - არ გაინძრეთ ადგილიდან ბოლო წამამდე!

-ჩემი მთავარი ნაკლი? მოუწესრიგებლობა!

-ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამუშაო დღე მოკლეა!

-ალბათ ერთადერთი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც მანქანები არ აინტერესებს!

-ადრე ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგები ადამიენებს უბრალოდ ქურდავდნენ, ახლა აზრი შევიცვალე. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატამდე დეპრესია მქონდა და ფსიქოლოგები ძალიან დამეხმარნენ!

-კარებს დავიცავ მანამდე, სანამ ჩემი ფეხები, გონება და გული ამის შესაძლებლობას მომცემს!

-ფულის გარდა ცხოვრებაში სხვა არამატერიალური ღირებულებებიც არსებობს!

-იუვენტუსი სისხლში მიზის. როდესაც „ბებერი ქალბატონის“ მაისურს ატარებ, ძნელია სხვა გუნდის უნიფორმაზე იფიქრო!

-ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ თავს ამპარტავნად და თავხედად არ მივიჩნევ!

-ძალიან მრცხვენია, რომ უმაღლესი განათლების დიპლომში ფული გადავიხადე!

-ოჯახში ყოველთვის ყველაზე პატარა ვიყავი და მუდამ ასე იქნება, მიუხედავად სიმაღლისა და ასაკის მატებისა!

-ყველაზე დიდი ჯილდო ცხოვრებაში, ეს ჩემი ოჯახია!

-ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბევრ საკითხებში უგუნური ვიყავი!

-იმის ცოდნა, რომ გულშემატკივრებს უყვარხარ და გაფასებენ შეუფასებელია!

-ვფიქრობ, მეკარედ გახდომა ბედმა მარგუნა. ამ პოზიციაზე თამაში თავიდანვე არ დამიწყია, მაგრამ ყოველთვის ჩემი მიზანი იყო!

-ბავშვობაში გოგოებთან ერთად პიცას ვჭამდით!

-კაპიტნის სამკლაური დელ-პიეროსგან მივიღე, რომელიც იუვენტუსის ისტორიული გამარჯვებების შემოქმედი გახლდათ!