ზინედინ ზიდანის ცხოვრების წესი

ფეხბურთი მოდას არასოდეს უნდა შეადარო.

45 წლის ფრანგი ვარსკვლავი, რომელსაც საფეხბურთო კარიერაზე არანაკლები სამწვრთნელო მიღწევები აქვს, გუშინ ლონდონში გამართულ ფიფას გალა-დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ნიშანდობლივია, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამა თუ იმ ფეხბურთელმა „ოქროს ბურთი“, როგორც აქტიური კარიერის, ასევე სამწვრთნელო მოღვაწეობის დროსაც მოიგო.

ქვემოთ თეზისებად წაიკითხავთ თუ როგორია ლეგენდარული ფრანგი ვარსკვლავის ცხოვრების წესი და როგორ დაიპყრო მან უმღლესი მწვერვალები.

 

საერთოდ ბევრი ლაპარაკი არასდროს მიყვარდა და არც ახლა მიყვარს.

ცხოვრებაში არასოდეს მქონია შინაგანი დევიზი ან რაიმესადმი ლტოლვა.

სიტყვა უფრო გატკენს, ვიდრე მუშტი. ამას ჯერ კიდევ ბავშვობაში მივხვდი.

რასაც ფეხბურთში მივაღწიე მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ბურთს ეზოში დავსდევდი.

მე გამიმართლა, რადგან გავიზარდე ღარიბ უბანში. ასეთ ადგილებში კი არა მხოლოდფეხბურთის თამაშს, არამედ ცხოვრების წესსაც სწავლობ.

მე განვადიდე არა საკუთარი თავი, არამედ მშობლები. განა რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?

მამაჩემი ალჟირელია, რომელიც თავისი ფესვებით ამაყობს. მე კი უბრალოდ მამაჩემით ვამაყობ. მამაჩემი ის ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ ემიგრანტმა სკუთარი ადგილის მოსაპოვებლად ორჯერ მეტი უნდა იშრომოს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა.

სინამდვილეში მე არასოდეს დამიტოვებია ალჟირი, რადგან ის მუდამ ჩემს გულშია.

არასოდეს დამვიწყებია სინამდვილეში რა წარმოშობის ვარ და ამით მუდამ ვამაყობ. თავიდან ვიყავი ალჟირელი ბიჭი მარსელიდან, შემდეგ კი გავხდი ფრანგი.

კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც მრცხვენოდა ჩემი წარმომავლობის, ახლა კი იმის მრცვენია მაშინ რომ ამის გამო ვწითლდებოდი.

სანამ ცოხცხალი ვარ არასოდეს ვიტყვი - „ამის გაკეთება ჩემთვის რთული იქნება“.

ხანდახან სიფრთხილეც მმართებს, რადგან დამწყები ფეხბურთელებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა ვიყო.

რაც უფრო დიდხანს ცოცხლობ, მით უფრო ბევრია იმედგაცრუებები.

ადამიანებს რომ დაეხმარო ამისთვის მიზეზის ძებნა საჭირო არ არის.

გამარჯვებებს ჩემთვის ფუნდამენტალური ღირებულებები აქვს.

არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გაიმარჯვებ, ყველა მოგება შენთვის განსაკუთრებული უნდა იყოს. შესაძლოა ზედიზედ ათი მატჩი მოიგო, მაგრამ გინდოდეს ეს მეთერთმეტედაც გააკეთო.

არა ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ვთამაშობდი საუკეთესოებთან ერთად.

მე ვაფასებ ინგლისელებს, რადგან ისინი ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან.

მადრიდის „რეალი“ საუკეთესო რამ არის, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა.

მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ღმერთმა მარგუნა მსოფლიოში საუკეთესო გუნდის მწვრთნელი გავმხდარიყავი.

მესი? ის ფეხბურთის მოცარტია.

არა აქვს მნიშვნელობა რა ბრენდის ბუცები გაცვია. თუ ამაზე ფიქრს დაიწყებ ვერასოდეს მოიგებ.

ჩემი კოლექცია, ჩემი გამარჯვებებია - ცხოვრებაში სხვა გატაცება არა მაქვს.

ვამაყობ, რომ მიშელ პლატინის მადარებდნენ.

ფეხბურთი მოდას არასოდეს უნდა შეადარო.

ფეხბურთის მწვრთნელი იმიტომ კი არ გავხდი, რომ ოჯახის რჩენა მიჭირდა. ცხოვრებაში ფულის გამომუშავება უკვე აღარ მჭირდება, უბრალოდ საკუთარ თავს ახალი გამოცდა მოვუწყვე.

მუდამ მორცხვი ვიყავი და ასეთად დავრჩები.