კვარაცხელია - რუსეთში, მაგრამ სხვა კლუბში?

დიდი შანსია, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში გადავიდეს. 

დიახ, 18 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მოსკოვის ლოკომოტივში გზა გაეხსნა და მწვრთნელი იური სიომინი ენდობოდა. მერე კი კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და გიბრალტართან ათამაშეს.

 

რუბინი, მართალია, რუსულ პრემიერლიგაშია, მაგრამ ლოკოს დონის გუნდი არაა. ლოკომოტივი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.  

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუბინმა ზუკა დავითაშვილს გაუფორმა კონტრაქტი. დავითაშვილიც 18 წლის გახლავთ.