ნაომი ოსაკა: ნიჭიერი არ ვარ - დაუღალავად ვშრომობ 

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი უიმბლოდნისთვის მედისონ კისთან ერთად ემზადება

 

უიმბლდონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. უპრესტიჟულესი ტურნირისთვის ქალთა შორის მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი ნაომი ოსაკა ამერიკელ მედისონ კისთან ერთად ემზადება.

ტურნირის დაყწებამდე, იაპონელმა ჩოგბურთელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა, მისი აზრით იგი ნიჭიერი მოთამაშე არ გახლავთ. 


"არ ვთვლი, რომ მიღებაზე ცუდად ვთამაშობ, თუმცა მეტოქის მხარეს ბურთის გადატანისას პრობლემები მაქვს. თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ კისს მაინც ბევრი მომგებიანი სიტუაცია შევუქმენი და შვიდ წუთში ის წინ - 3:0 გავიდა. ჩემს თავს ვუთხარი: ასე არ შეიძლება. 


მედისონმა გამაჩუმა. მას უსაზღვრო ნიჭი აქვს. არ ვიცი, სხვა მოწინააღმდეგეები როგორ მიყურებენ, თუმცა კიტი შესანიშნავია. მასთან ერთად ვვარჯიშობ და ვხვდები, რომ უდიდესი ტალანტი აქვს - ჯადოქრობის ჩადენა ძალიან მარტივად შეუძლია. 


ვიცი, რომ ხალხი როგორც ძალიან ნიჭიერს ისე მაფასებს, მაგრამ ეს ასე არ არის. მე დიდი სლემის ტურნირი მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შრომის ხარჯზე მოვიგე. ბუნებრივი ნიჭი არ გამაჩნია -  დაუღალავად მშრომელი ვარ. ამ ყველაფერს კისთან ვარჯიშისას მივხვდი",-თქვა 21 წლის ჩოგბურთელმა.

ნაომი ოსაკას პირველი მოწინააღმდეგე უიმბლდონზე ყზახი იულია პუტინცევა იქნება.