ისევ კოლუმბიაში: ვერ გაიტანე? მოკვდები!

კოლუმბიაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა ფეხბურთელი თამაშს აგდებს და სიკვდილით ემუქრებიან. 

კოლუმბიის ნაკრების მცველმა ვილიამ ტესილიომ და მისმა მეუღლემ პოლიციაში განაცხადეს, რომ მუქარის წერილები მიიღეს.

 

ტესილიომ პენალტი გააცუდა კოპა ამერიკაზე, კოლუმბია-ჩილეს შეხვედრაში. ეს გუნდს წაგებად დაუჯდა - 4:5.

 

ყველაზე გახმაურებული ამბავი კი, როგორც იცით, ანდრეს ესკობარის მკვლელობაა. 1994 წელს ჯგუფში კოლუმბიამ 1:2 წააგო აშშ-სთან, ესკობარმა თავის კარში გაიტანა და სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს. ესროლეს და თან "გოლ, გოლ, გოლ" ეძახოდნენ. მკვლელს 43-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.