ერიკ კანტონა: იქ სადაც ფულია, არის ტყუილიც!

ნამდვილი მეგობრების ჩამოსათვლელად ხელის თითებიც მეყოფა!

თავდაპირველად ის მეკარე იყო, თუმცა მისი შეტევითი პოტენციალი მალევე გამომჟღავნდა. ოსერის ახალგაზრდულ კლუბში გატარებული ორი სეზონის შემდეგ ძირითად გუნდთან თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

ოსერში გატარებულ სამ სეზონში ერიკ კანტონამ თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და მას ამაში სავალდებულო სამხედრო სამსახურმაც შეუშალა ხელი.

1988 წელს კანტონამ საფრანგეთის უძლიერეს კლუბ მარსელთან გააფორმა კონტრაქტი, ხოლო ეროვნული ნაკრების მაისური ერთი წლით ადრე მოირგო.

მანჩესტერ იუნაიტედთან მან კონტრაქტი 1992 წელს გააფორმა და ოლდ ტრაფორდზე 5 წელი დაჰყო. ეს იყო ადგილი, სადაც კანტონამ ბოლომდე შეძლო გახსნა და საკუთარი ნიჭის რეალიზება. 5 წელიწადში მან 4-ჯერ მოიგო პრემიერლიგა.

დღეს, ლიდერსპორტის ტრადიციულ ოთხშაბათის რუბრიკაში ცხოვრების წესი ექსცენტრიულ ფრანგს ფეხბურთელს, ერიკ კანტონას შეგახვედრებთ.

 

-ცხოვრება აგებული მხოლოდ მოგონებებზე, ცხოვრება არ არის!

-ცხოვრება ბევრი საინტერესო რაღაცეებისგან შედგება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი მათგანია!

-ვერ ვხედავ განსხვავებას პელეს პასს კარლოს ალბერტოსადმი და ახალგაზრდა რემბოს პოეზიას შორის!

-მთავარი ტექნიკა არ არის. მთავარი ის არის იცოდე როდის უნდა შეეშვა მის გამოყენებას!

-უკვე საფრანგეთის ნაკრებში ვთამაშობდი, თუმცა ინგლისში ეს არავის აწუხებდა. მათ გადაწყვიტეს სინჯებზე შეფილდში გავეშვი. წარმოგიდგენიათ? იყო ასეთი დროც!

-არ ვენდობი ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ!

-დაცვაში თამაში არ შემეძლო, რადგან მაშინ უნდა დამენგრია ის, რასაც სხვები აშენედბნენ!

-ყველა ადამიანი თანასწორია. ამიტომაც თუ მსურს ვინმეს სახეში შევაფურთხო, ამას ვაკეთებ!

-ვნანობ თუ არა იმ ხულიგანს რომ დავარტყი? მხოლოდ იმას ვნანობ, რომ უფრო მაგრად არ მოვცხე!

-ხანდახან ემოციები ჭარბობს და აუცილებელია მათ გზა მისცე!

-ახალი გამოწვევა და გამოცდილება მჭირდებოდა. ის, რომ მსახიობი გავხდი ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი ის არის, რომ რისკი შევიგრძენი!

-ფეხბურთში შენ გყავს მოწინააღმდეგე, ფილმში კი შენი მეტოქე  საკუთარი თავია!

-ოპტიმისტი ვარ. რომ მითხრან - „მოდი ერიკ გავაკეთოთ ეს“ სიამოვნებით დავთანხმდები, მაშინაც კი წარმოდგენაც რომ არ მქონდეს რაზეა საუბარი!

-არასდროს მიყვარდა ტელეფონი. ყურმილს იქით ყოველთვის მარტივია ტყუილის თქმა!

-იქ სადაც ფულია, არის სიცრუეც!

-დარწმუნებული ვარ, 20 წლის შემდეგ, აშშ ფეხბურთში  მსოფლიოს ჩემპიონი გახდება!

-რჩევებს არ ვუსმენ და ვითვალისწინებ. მე მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ვუსმენ!

-ვამაყობ, რომ ქომაგები კიდევ სკანდირებენ ჩემს სახელს და ძალიან მეშინია იმ დღის, როდესაც ამას აღარ გააკეთებენ!

-ფეხბურთელებმა არ უნდა მიიტანონ გულთან ახლოს, რასაც მათზე ამბობენ. თუ ისინი დაიჯერებენ, რომ მართლა მეფეები და ღმერთები არიან ჭკუიდან შეიშლებიან!

-ხანდახან აუცილებელია კონტროლი დაკარგო!

-ნამდვილი მეგობრების ჩამოსათვლელად ხელის თითებიც მეყოფა!