დამიგდეთ ფეხებთან ბურთი და გაჩვენებთ რაც შემიძლია!

ყველა მატჩს ისე ვუდგები, როგორც ფინალს!

ის შეიძლებოდა სიმაღლეში 1.40 მეტრზე მეტი აღარ გაზრდილიყო. იმ პერიოდში რივერ პლეიდის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა და ამ ფაქტის გამო წუხილსაც გამოთქვამდნენ, თუმცა ფინანსურად დახმარების ხელი არ გაუწოდებიათ.

კარლოს რექსაჩი - ბარსელონას სპორტული დირექტორი სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოჩნდა, არგენტინელი ტალანტი დროულად შენიშნა და გადაწყვიტეს პატარა ვირტუოზისთვის მკურნალობის თანხა გადაეხადათ, ოღონდ ის ოჯახთან ერთად ევროპაში, კერძოდ კი ბარსელონაში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად.

...და ლეო მესიც კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდა. მას ბარსელონას შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი 2003 წლის 16 ნოემბერს ჰქონდა. იმ დროისთვის მესი 16 წლის და 145 დღის გახლდათ. ერთი წლის შემდეგ კი მას 17 წლის და 114 დღისას დებიუტი ლა-ლიგაში ესპანიოლის წინააღმდეგ ჰქონდა და გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში, რომელმაც პრიმერაში ითამაშა. პირველი ოფიციალური გოლი მან ალბასეტეს წინააღმდეგ 2005 წლის 1 მაისს გაიტანა (17 წლის და 10 თვის) და ამ მაჩვენებლით ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა-ლიგაში თავი გამოიჩინა. ეს რეკორდი მოგვიანებით ბოიან კრკიჩმა დაამხო.

შემდეგ კი დაიწყო და დაიწყო. ლეო მესი არა მხოლოდ ბარსელონას, ევროპული და მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა.

ლიდერსპორტის ტრადიციულ ოთხშაბათის რუბრიკაში „ცხოვრების წესი“ დღეს ლეო მესის შეგახვედრებთ.

 

-რას ვაკეთებ? ფეხბურთს ვთამაშობს - ეს კი ის საქმეა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს!

-ბარსელონაში 12 წლის ასაკიდან ვცხოვრობ, მაგრამ არასოდეს ვივიწყებდი, რომ არგენტინელი ვარ!

-ვფიქრობ არ მაქვს ეგო, ყოველთშემთხვევაში მას თავი არასოდეს შეუხსენებია!

-უდიდესი მოწიწებით ვეპყრობი ისეთ ჩემპიონებს, როგორებიც პელე, მარადონა და დისტეფანო არიან. არ მსურს მათ ახლა მადარებდნენ. ამ თემაზე როდესაც პენსიაზე გავალ მაშინ დავილაპარაკოთ!

-ღრმა ბავშვობიდან შევეჩვიე და მიყვარს მშვიდი ცხოვრება. მთელ დროს და ენერგიას ფეხბურთს ვუთმობ. ბავშვობაში მეგობრები გასართობად წასვლას ხშირად მთავაზობდნენ, მე კი იშვიათად ვთანხმდებოდი, რადგან ვიცოდი, რომ დილით ვარჯიში მქონდა. ამ მხრივ დღესაც არაფერი შეცვლილა!

-ცხოვრება უკეთესი გახდებოდა თუ ყოველდღიურად რაღაც ახალს ისწავლიდი!

-არ ვარ წინააღმდეგი ვიყო საუკეთესო, მხოლოდ იმიტომ, რომ გვერდითა მხრიდან საკუთარი თავი ვაკრიტიკო!

-საკუთარ წარმატებას არაფერს ვადარებ. რაც იყო გუშინ ის უკვე წარსულია და უნდა იფიქრო იმაზე თუ რა იქნება ხვალ. ცხოვრება იმდენად სწრაფად გარბის დრო არ მრჩება ვიფიქრო წარსულზე. აი, როდესაც პენსიაზე გავალ დაფიქრებისთვის ბევრი დრო მექნება!

-ჯილდოები? მშვენიერია!

-ყველაზე ლამაზი გოლი? ვერ გამოვყოფ. მე მათ არ განვიხილავ როგორც საჭირო ან არაფრისმომცემ, ლამაზ ან ჩვეულებრივ გოლებად. აი, გოლები ფინალში რა თქმა უნდა ყოველთვის მნიშვნელოანია!

-ყველა მატჩს ისე ვუდგები, როგორც ფინალს!

-ერთხელ მატჩის შემდეგ არსენალის ფეხბურთელი მომიახლოვდა და მითხრა, რომ ჩემს წინააღმდეგ თამაში მისთვის დიდი პატივი იყო. „ღმერთო ჩემო, ამას იმ გუნდის ფეხბურთელი მეუბნება, რომელმაც ახლა თამაში წააგო“ - გავიფიქრე!

-ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც ხდება, ვიდრე ფეხბურთის მატჩის მოგება ან წაგებაა!

-გახდე მამა ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამ გადააფასო. გუშინ უამრავი საქმე გქონდა, მაგრამ უცებ დღეს შენი ცხოვრების მთავარი საქმე და საზრუნავი შვილი ხდება!

-დგება დრო, როდესაც საკუთარ თავს ეუბნები - ყოველთვის ვერ მოიგებ!

-პროფესიონალური კონტრაქტის და ხელფასის გარეშეც ისევე მონდომებით ვითამაშებდი, როგოც ახლა. ფული რა თქმა უნდა ცხოვრებას გაცილებით კომფორტულს ხდის, მაგრას ეს ის არ არის, რაც შვებას მგვრის. მე ხომ იმიტომ მოვევლინე ამ ქვეყანას, რათა ფეხბურთი მეთამაშა!

-მე არ მჭირდება გამომწვევი ვარცხნილობა ან ლამაზი ტანი. უბრალოდ დამიგდეთ ფეხებთან ბურთი და გაჩვენებთ რაც შემიძლია!

-რონალდუ შეუდარებელია და ამას შურით არ ვამბობ. ის რომ არ ყოფილიყო, მე ალბათ დღემდე ერთი ადგილის ტკეპნაში ვიქნებოდი!

-ყველაზე მოსაწყენი დღე ცხოვრებაში მაშინ იქნება, როდესაც სრულად გაათვითცნობიერებ, რომ საუკეთესო ვეღარ გახდები!

-საუკეთესო ფეხბურთელობაზე მეტად მსურს საუკეთესო ადამიანი ვიყო, რადგან კარიერის დასრულების შემდეგ  დედამიწაზე ხომ უნდა ვიარო? უფრო მეტად მესიამოვნება თუ ჩემზე ილაპარაკებენ, როგორც კარგ ადამიანზე!

-ფეხბურთში არის რაღაცეები, რომლის დახვეწაზე დღესაც კი ვმუშაობ. მაგალითად მსურს ორივე ფეხით კარგად ვურტყამდე!