ქალის სურნელი

ფეხბურთის თამაში ყოველდღე მენატრება!

დევიდ ბექჰემი ლონდონში დაიბადა. ბექჰემი მშვიდი ბავშვი იყო, სწავლა არ უყვარდა, თუმცა არც სხვებს უშლიდა ამაში ხელს. მისი ერთადერთი საფიქრალი ფეხბურთი იყო. გაკვეთილების შემდეგ კი სახლში მისვლას მეგობრებთან ერთად ბურთის გორება ერჩივნა. 
მალე კარგი თამაშით სახელი ისე გაითქვა, რომ მასზე უფროს ბიჭებსაც მიჰყავდათ ფეხბურთის სათამაშოდ. რამდენიმე თვეში ფეხბურთელის მამამ, ტედმა გადაწყვიტა დევიდის საფეხბურთო სკოლაში მიყვანა, რადგან მისი სპორტული ნიჭი არ დაკარგულიყო. მალე ბექჰემი მანჩესტერის აგენტებმაც შენიშნეს და სერ ალექს ფერგიუსონის სურვილით, ის ოლდ ტრაფორდელებში ჩაირიცხა. 
ახალგაზრდულ გუნდებში ბექჰემი გამორჩეული გახლდათ. ინგლისელი ფეხბურთელი მრავალჯერ დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზებით, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იყო განკუთვნილი. 1992 წელს კი დევიდისთვის სანატრელი დღე დადგა. ის იუნაიტედის პირველ გუნდში გადაიყვანეს. შემდეგ კი დაიწყო და დაიწყო...
დღეს, ლიდერსპორტის ოთხშაბათის ტრადიციულ რუბრიკაში „ცხოვრების წესი“ დევიდ ბექჰემს უფრო ახლოს გაიცნობთ

 

-შიდა საცვლების რეკლამირება არც ისე მოსახერხებელია. არავის სიამოვნების ბანჯგვლიანი ფეხები!

-მანჩესტერ იუნაიტედში ყოველდღიურად სიქის გაწყვეტამდე უნდა მეშრომა, რათა კონტრაქტის პირობები შემესრულებინა. ახლა კი ინგლისურ ფეხბურთში ყველაფერი სხვაგვარადაა. ითამაშებ პრემიერლიგაში ზედიზედ 10 მატჩს და უკვე ფულში ცურავ, ქუჩებში საოცნებო მანქანით დაქრიხარ. შესაძლოა ბებრულად ჟღერს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ეს მაცოფებს!

-ხანდახან ვიღვიძებ და ვფიქრობ - რა ჯადოსნური დილაა. შემდეგ კი მივდივარ და თავს ვიპარსავ!

-დედაჩემი გვიან ღამემდე მუშაობდა სილამაზის სალონში და ამავდროულად ახერხებდა 3 შვილისთვისაც მიექცია ყურადღება. მან ჩამინერგა სიყვარული სისუფთავისა და საქმისადმი!


-ხალხი უყურებს ჩემს ტატუებს, სადაც ბევრი რელიგიური გამოსახულებაა და შემდეგ მეკითხებიან მორწმუნე თუ ვარ. ყველა რელიგიას და მრწამსს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ღრმად ეკლესიური ადამიანი არ ვარ. უბრალოდ ვცდილობ ვიცხოვრო სუფთა ნამუსით!

-როდესაც ჩემი შვილები კუთხურის ჩამოსაწოდებლად მიდიან ალბათ ხალხი ფიქრობს - „ისინი ხომ ბექჰემის შვილები არიან“!

-ერთხელ, ნიუ ორკში უზარმაზარი სარეკლამო ბანერი შევნიშნე, სადაც საცვლების ამარა ვპოზირებ. თავი რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი. უცებ, უცხო ადამიანი მიახლოვდება და მეუბნება - „ღმერთო ჩემო, თქვენ მართლაც რაკეტის ზომის ასო გაქვთ“!


-მანჩესტერ იუნაიტედში კარიერის და ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე. ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი, ბავშვობაში მხოლოდ ოცნება რომ შემეძლო!

-სასტუმროს ნომერს ყოველთვის დალაგებულს ვტოვებ. წესრიგი, ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი რამ არის ცხოვრებაში!

-ვიქტორიათი ვამაყობ. მან დატოვა „Spice Girls“ - იმ პერიოდში ქალთა შორის ყველაზე პოპულარული ჯგუფი, რათა გამხდარიყო ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერი. მას ეს გამოუვიდა!

-მახსოვს ერთხელ მითხრეს: „რაღაცას ყოველთვის მოუთმენლად უნდა ელოდო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ცხოვრება არარაობა იქნება“!


-ისევ ლოს-ანჟელესში რომ ვცხოვრობდეთ შესაძლოა სერიოზულად დავფიქრებულიყავი ბურთის გორებას დავბრუნებოდი, მაგრამ ჩვენ ლონდონში ვართ. ბავშვებს მოსწონთ აქაური სკოლა!

-ბავშვობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ როდესაც გავიზრდებოდი აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას ლონდონის მარათონში, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. 26 მილი ძალიან ბევრია და მირჩევნია ეს მანძილი ველოსიპედით დავფარო!

-ფეხბურთს 22 წლის მანძილზე ვთამაშობდი და ამიტომაც ვერსად ისე კომფორტულად ვერ ვიგრძნობ თავს, როგორს მოედანზე!

-არ მაქვს დრო ჰობისთვის. ჩემი ჰობი ჩემი საქმე და შვილებია!

-არა მგონია იმაზე სექსუალური სურნელი არსებობდეს, ვიდრე ეს სააბაზანოდან ახლადგამოსულ ქალს აქვს!

-ბავშვებს უყვართ, როდესაც მათ მაკარონს ვუმზადებ!

-არა მგონია სხვა მამებისგან რაიმეთი განვსხვავდებოდე!

-ფეხბურთის თამაში ყოველდღე მენატრება!


-უქმეებზე მაქვს უფლება ორი ჭიქა წითელი ღვინო დავლიო, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებული არასოდეს გავხდები!

-მამაჩემმა ერთადერთელ მითხრა, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებ. ეს მაშინ იყო, როდესაც ინგლისის ნაკრებში გოლები გავიტანე!