სკალონი ხელშეუხებელია 

არგენტინაში ცვლილებებს არ აპირებენ 

კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში ალბისელესტემ გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლებაც ვერ მოიპოვა. არგენტინა ბრზილიასთან (0:2) დამარცხდა და თავის დამშვიდებას მესამე ადგილის დაკავებით შეეცდება. 


არგენტინაში უკვე ათწლეულზე მეტია, მთავარი მწვრთნელის პრობლემაა. გუნდის არასტაბილურობას ყველაზე ხშირად სწორედ ამას აბრალებენ. ლიონელ სკალონი, რომელმაც გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა, ხორხე სამპაოლისგან განსხვავებული ქმედებებით ვერ გამოირჩა. მის ხელში გუნდი აშკარად მოშლილ ფეხბურთს თამაშობს, განსაკუთრებული ტაქტიკური სქემებისა და მონახაზების გარეშე. 


მიუხედავად ამისა, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ნაკრებში ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს და აპირებს სკალონის კონტრაქტის ამოწურვამდე ენდოს - მიმდინარე წლის ბოლომდე. 


თუმცა, არგენტინულ პრესაში კოპა ამერიკას საწყის დღეებში წერდნენ, რომ სკალონი ტურნირის დასრულებისთანავე წავიდოდა და მისი სავარაუდო შემცვლელებიც სახელდებოდნენ