მბაპემ გადაწყვიტა 

ფრანგი მადრიდის რეალს გამოეხმაურა 

 

ჭორები მადრიდის რეალში გადასვლის შესახებ თავად კილიან მბაპემ გააქარწყლა. პსჟ-ს ახალგაზრდა თავდამსხმელმა twitter-ში დაწერა, რომ შემდეგ სეზონსაც პარი სენ-ჟერმენში გაატარებს. 


თავდაპირველად, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ პარიზელები საფრანგეთის ნაკრების 20 წლის ტალანტს იმ შემთხვევაში შეელეოდნენ, თუ სამეფო კლუბი 230-50 მილიონ ევროს გადაიხდიდა.

 


მბაპე პსჟ-ში მონაკოდან 2017 წელს იჯარით გადავიდა, ერთი წლის თავზე პარიზელებმა ახალგაზრდა ვარსკვლავი 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდეს. წინა სეზონში, მბაპემ 43 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი ოქროს ბუცისთვის დავაში ლიონელ მესის ერთადერთი რეალური კონკურენტი გახლდათ და მეორე ადგილიც დაიკავა. კილიანს კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება.