U 19: ლოკომოტივის 12:1 და ჩემპიონობა

თბილისის ლოკომოტივმა საქართველოს 19–წლამდელთა ლიგა მოიგო. დღეს ბოლო ტურის თამაშები გაიმართა. სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა ლოკომ 12:1 მოუგო სამტრედიას.

 

ლოკომოტივმა ერთი ქულით გაუსწრო თბილისის დინამოს, რომელმაც დღეს 5:3 აჯობა შევარდენს.

სხვათა შორის, დავითაშვილის გუნდმა სტუმრად 10:0 სძლია სამტრედიას, ანუ ორ მატჩში 22 გოლი გაუტანა...

19–წლამდელთა ოქროს ლიგაში ცხრა გუნდი გავიდა. მთავარი ბრძოლა სწორედ ლოკოსა და დინამოს შორის იყო. უშუალოდ მათ შეხვედრებში ლოკომოტივმა იმარჯვა – 2:1, 1:1. სწორედ ამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გამოდგა გადამწყვეტი.