ლესტერმა მაგუაიერის შემცვლელს მიაგნო

ლესტერმა ბრაიტონის კაპიტანი შეარჩია

ჰარი მაგუაიერის ლესტერში დარჩენა, დიდი ალბათობით გამორიცხულია.

მანჩესტერის მიერ შეთავაზებული 70 მილიონი გირვანქა, ლესტერის ხელმძღვანელობამ დაიწუნა და 26 წლის ინგლისელში, მცველისთვის სარეკორდო თანხა 85 მილიონი გირვანქნა მოითხოვეს.

 

მანჩესტერს მაგუაიერის შეძენაში, თანაქალაქელი სიტი ეცილება, ასე რომ ამ ორი გრანდიდან რომელიმე ცენტრალურ მცველს გაიფორმებს.

 

ამის ფონზე ლესტერი აქტიურად გადაერთო, ბრაიტონის ცენტრალური მცველის ლუის დანკის გადმობირების საკითხზე, რომელიც ლესტერის თავკაც ბრენდან როჯერს, მაგუაიერის შემცვლელად ჭირდება.

 

27 წლის დანკი, ბოლო სეზონების განმავლობაში, პროგრესს განიცდის, ცენტრალური მცველი ბრაიტონს 2013 წელს წელს შეუერთდა ბრისტოლიდან და მას მერე დაცვის ლიდერად იქცა. დანკის თამაში, უყურადღებოდ არც ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა, გარეთ საუთგეითმა დატოვა და მცველი ამხანაგურ შეხვედრაში გამოცადა ამერიკის წინააღმდეგ.

 

ლესტერის ხელმძღვანელობა 40 მილიონ გირვაქნას იხდის დანკის სანაცვლოდ. ალტერნატივად ასევე განიხილება, ბარნლის 26 წლის ცენტრალური მცველი ჯეიმს ტარკოვსკი, რომელიც ასევე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელად მოიაზრება.

 

ლუის დანკა, 2018/2019 წლის პრემიერლიგაში, 36 მატჩი ჩაატარა, ის ბრაიტონის შეუცვლელი წევრი იყო. მცელის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.