სხირტლაძე ამჯერად პოლონეთში

ქართველი ფორვარდი ექსტრაკლასაში ითამაშებს 

ქართველი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე კარიერას პოლონურ არკაში გააგრძელებს. ჩვენებურმა პოლონელებთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

სხირტლაძე ბოლოს ლატვიურ რიგასში თამაშობდა, სადაც მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა. რიგასის გარდა ჩვენებური სხვადასხვა დროს ორჰუსში, სილკებორგში და ტრნავას სპარტაკში თამაშობდა.

 

შეგახსენებთ, რომ სხირტლაძეს საქართველოს ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ეროვნული გუნდის მაისურა მან 4 შეხვედრაში მოირგო.

 

რაც შეეხება არკას, ამ გუნდში ლუკა ზარანდია თამაშობდა. 23 წლის ნახევარმცველმა კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ბელგიურ ვარეგემში გადავიდა. წინა სეზონში გდინიელებმა 29 ქულა დააგროვეს და მე-15 ადგილზე გავიდნენ.