პროგნოზი | ლივერპული-ევერტონი

ეს ენფილდზე გამართული მე-100 მერსისაიდული დერბი იქნება. ლივერპულმა 43 მატჩი მოიგო, 23-ში დამარცხდა, 33 კი ფრედ დაასრულა.

ლივერპული-ევერტონი 

დრო: 2 დეკემბერი, კვირა, 20:15

მსაჯი: კრის კავანა (ინგლისი)

 

სატურნირო მდგომარეობა:

 

მიმდინარე სეზონის პირველი მერსისაიდული დერბი 2 დეკემბერს, ენფილდზე გაიმართება და მასში ლივერპული ევერტონს უმასპინძლებს.

 

ლივერპული მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერთან ერთად პრემიერლიგაში ამ სეზონში წაუგებელია. 10 მოგებისა და 3 ფრის წყალობით მერსისაიდელებმა 33 ქულა მოაგროვეს და მეორე პოზიციაზე იმყოფებიან, ქალაქელებს კი ორით ჩამორჩებიან. იურგენ კლოპის შეგირდებმა მეტოქის კარი 26-ჯერ აიღეს, ხოლო საკუთარ კარში 5 ბურთი მიიღეს, რაც სიტისთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

 

ბოლო ტურში ლივერპულმა, რომელმაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი პსჟ-სთან დათმო (1:2), უოტფორდს დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 მოჰამედ სალაჰის, რობერტ ფირმინოსა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გოლებით მოუგო. პრემიერლიგაში ლივერპულს ზედიზედ ორი მატჩი აქვს მოგებული.

 

საშინაო კედლებში ლივერპული ტრადიციულად ძალიან კარგად გამოიყურება. ენფილდზე გუნდს 27-მატჩიანი წაუგებელია სერია აქვს. ლივერპულის მიერ ენფილდზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 3-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ევერტონი ის გუნდია, რომელიც პრემიერლიგაში აღიარებული ლდიერების შემდეგ საუკეთესო შედეგს აჩვენებს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. კანფეტებს 22 ქულა აქვთ, ბურთების სხვაობა კი ასე გამოიყურება-20:15.

 

პრემიერლიგაში ევერტონს სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს. სტუმრად ბოლო 7 შეხვედრიდან გუნდმა ერთადერთი მოიგო-ევერტონმა ლესტერთან (1:2) კინგ პაუერზე იმარჯვა. ყველა ტურნირის ჯამში, მარკო სილვას გაწვრთნილი გუნდის ბოლო 5-დან სამ შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

 

ურთიერთშეხვედრები:

ლივერპული ევერტონის წინააღმდეგ ბოლო 17 მატჩი დაუმარცხებელია, ბოლო დერბი, რომელშიც კანფეტებმა გამარჯვებას მიაღწიეს, 2010 წლის ოქტომბერში შედგა.

 

პრემირელიგაში გამართული ამ გუნდების ბოლო შვიდი ურთიერთშეხვედრიდან 4-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

საშინაო კედლებში ლივერპულს 1999 წლის შემდეგ დერბი არ წაუგია.

 

ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3 ლივერპულმა მოიგო.

 

ენფილდზე გამართული ბოლო 6 მატჩიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

სავარაუდო შემადგენლობა:

ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, ვან დეიკი, გომესი, ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვეინალდუმი, მანე, ფირმინო, შაქირი, სალაჰი.

მთავარი მწვრთნელი: იოურგენ კლოპი (გერმანია).

 

ევერტონი: პიკფორდი, კოულმენი, კენი, მინა, დინიე, გომეში, გაია,ა ლუკმენი, სიგურდსონი, ბერნარდი, რიჩარლისონი.

მთავარი მწვრთნელი: მარკო სილვა (პორტუგალია).

 

 

პროგნოზი:

ლ​ივერპული პრემიერლიგის ორი დაუმარცხებელი გუნდიდან ერთ-ერთია. გარდა ამისა, მათ საშინაო კედლებში სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს. იურგენ კლოპის გუნდის შესაძლებლობები დაცვას და და შეტევაში ევერტონისას საგრძნობლად აღემატება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლივერპული ამ შეხვედრის პირველ ტაიმსაც მოიგებს და მთლიანად მატჩსაც.

ლივერპულმა ბოლო სამი საშინაო შეხვედრიდან ორში 4 გოლი გაიტანა. ამასთან, იმ ბოლო 7 მატჩიდან 5-ში, რომელიც ევერტონმა სტუმრად გამართა, მინიმუმ 3 გოლი გავიდა.


ლივერპული მოიგებს პირველ ტაიმსაც და მთლიანად მატჩსაც @2.00

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.65


ლივერპული-ევერტონი

ეს ენფილდზე გამართული მე-100 მერსისაიდული დერბი იქნება. ლივერპულმა 43 მატჩი მოიგო, 23-ში დამარცხდა, 33 კი ფრედ დაასრულა.

ლივერპულის ამჟამინდელი სერია, რომელიც ევერტონთან 17 მატჩი დაუმარცხცებლობას გულისხმობს, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.

ამ გუნდების დაპირისპირებაში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი (21) წითელი ბარათია გამოყენებული. 2010 წლის შემდეგ ჩატარებული 16 შეხვედრიდან მხოლოდ ორი იყო ისეთი, რომელშიც მსაჯებს ერთ-ერთი გუნდის მოთამაშე მოედნიდან არ გაეძევებინათ.

პრემიერლიგაში 115-წლიანი ასპარეზობის ისტორიაში ლივერპული პირველ ისეთ სეზონს ატარებს, რომელშიც 13 ტურის შემდეგ 5-ზე მეტი გოლი არ აქვს გაშვებული.

ევერტონმა პრემიერლიგის ლიდერთა ხუთეულის წარმომადგენელ გუნდებთან სტუმრად გამართული ბოლო 51 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (18 ფრე, 33 მარცხი), ბოლოს კანფეტებმა მანჩესტერ იუნაიტედი 2013 წელს, ოლდ ტრაფორდზე 1:0 დაამარცხეს.

ლივერპულმა პრემიერლიგის ბოლო 11 საშინაო შეხვედრიდან 10-ში კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ კარდიფისგან გაუშვა.

მარკო სილვას შეუძლია 1994 წლის ნოემბრის შემდეგ ევერტონის პირველი მთავარი მწვრთნელი გახდეს, რომელმაც მის პირველ სეზონში მერსისაიდული დერბი მოიგო.

ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს აქამდე გამართული ორი მატჩიდან მარკო სილვა არასდროს დაუმარცხებია (1 ფრე, 1 წაგება). გერმანელი სპეციალიტისთვის ეს ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგია.

ევერტონის კარში ლივერპულის თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა 6 გოლი გაიტანა, მასზე მეტი მხოლოდ ტოტენჰემ ჰოტსპურსის ლიდერ ჰარი კეინს (7) აქვს.

დღეს შესაძლოა მოჰამედ სალაჰისთვის ინგლისის პრემიერლიგაში ლივერპულის მაისურით 50-ე შეხვედრა გამოვიდეს. წინა მატჩებში ეგვიპტის ნაკრების კაპიტანმა 39 გოლის გატანა მოახერხა. საწყის 50 მატჩში მეტოქეთა კარი უფრო მეტჯერ მხოლოდ ორ ფეხბურთელს, ალან შირერს (41) ბლექბერნისთვის და ენდი კოულს ნიუკასლისთვის (41) აქვთ გატანილი.