მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია 

დანი ალვეშს იტალია არ იზიდავს და ბარსელონაში დაბრუნება სურს 

დანი ალვეშს პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი დამატება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს, თუმცა თავად ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ბარსელონაში დაბრუნებაზე ფიქრობს. 

 


ახლახანს, იტალიურ მედიაში ალვეშთან მოლაპარაკების მსურველი კიდევ ერთი კლუბის სახელი გაჟღერდა - მილანის ინტერი 36 წლის ფეხბურთელს მომგებიან კონტრაქტს სთავაზობს. 

 


გარდა ნერაძურისა, ალვეშის დაბრუნება იუვენტუსს სურს, არსებობს სევილიას და მადრიდის ატლეტიკოს ვარიანტიც. 
ალვეშმა, რომელმაც წინა ორი წელი პსჟ-ში გაატარა და 6 ტიტული მოიგო, ბოლო სეზონში 32 მატჩში 3 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

 

ყველა დროის ერთ-ერთ უტიტულოვანეს ფეხბურთელს კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ბარსელონაში აქვს გატარებული, სადაც ორჯერ ტრიპლეტის მოგება მოახერხა. სელესაოს განაპირა მცველს 8 ივლისს კოპა ამერიკის ფინალი აქვს სათამაშო, სადაც ბრაზილია პერუს დაუპირისპირდება.